AS: რონალდუ
Aa
Aa

AS: რონალდუ "გრანადასთან" დაისვენებს

პოპულარული ესპანური გამოცემა, AS, ამბობს, რომ შაბათს "გრანადასთან" გასამართ მატჩში კრიშტიანუ რონალდუ "რეალის" განაცხადში არ იქნება.

მიზეზი ზიდანის მიერ ბოლო პერიოდში შემოღებული როტაციაა, რომელსაც "სამეფო კლუბისთვის" ჯერჯერობით ცუდი არაფერი მოაქვს. 

აღსანიშნავია, რომ ზიდანის გადაწყვეტილებით, რონალდუს "დეპორტივოსთან", "სპორტინგთან", "ლეგანესთან" და "ეიბართან" არ უთამაშია - ყველა ეს თამაში "რეალმა" მოიგო. 

როგორც იწერება, ხვალინდელი მატჩისას ძირითადში თამაშის საშუალება ხამესს, ლუკას ვასკესს, მორატას, ასენსიოსა და კოვაჩიჩს მიეცემათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები