ქართველი სპორტსმენები გემბლინგის კანონპროექტს აპროტესტებენ
Aa
Aa

ქართველი სპორტსმენები გემბლინგის კანონპროექტს აპროტესტებენ

„საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. სადაც მოსალოდნელ საკანონმდებლო რეგულაციებსა და ამ რეგულაციებიდან გამომდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე იმსჯელეს.  

პანელურ დისკუსიაში სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლის გარდა, მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებმაც აზარტული თამაშების კომპანიების სასპონსორო აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კანონპროექტის წარმოდგენილი სახით დამტკიცება შეუძლებელს გახდის აზარტული თამაშების კომპანიებისთვის, სპორტში შემდგომ ინვესტირებას, რაც, რა  თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება საქართველოში სპორტის განვითარებაზე.

ახალი კანონპროექტით, გაზრდილი გადასახადების ფონზე, დაშვებული სასპონსორო სარეკლამო დაფინანსება ვეღარ იქნება კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებული დანახარჯი. აქედან გამომდინარე, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში, სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Fox: „ზღვარს მიღმა” - მსოფლიოს უძლიერესი კაცი ნამდვილი შეშლილია
Fox: „ზღვარს მიღმა” - მსოფლიოს უძლიერესი კაცი ნამდვილი შეშლილია