ნიკა ეგაძე
Aa
Aa

ისტორია დაიწერა - ნიკა ეგაძე ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონია

ნიკა ეგაძე ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონია - ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამის შემდეგ თავისუფალი პროგრამაც ყველა მეტოქეზე კარგად შეასრულა და საქართველოს ისტორიაში პირველად ვაჟთა თანრიგში ევროპის ჩემპიონობა მოუტანა.

მაღალ დონეზე შესრულებული მოკლე პროგრამის შემდეგ (91.28 ქულა) ეგაძემ თავისუფალ პროგრამაში 181.72 დააგროვა. და შეჯიბრი 273 ქულით დაასრულა. მეორე ადგილზე იტალიელი მატეო რიცო (256.37), მესამეზე კი ჩეხი გეორგი რეშტენკო (238.27) გავიდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა წყვილმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ საქართველოს ისტორიული ოქროს მედლები მოუტანეს.

მოგვიანებით სპორტულ ცეკვებში საქართველოს ნაკრების წევრები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი თავისუფალ პროგრამას წარადგენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე თავისუფალი პროგრამა | გუბანოვამ მეხუთე ადგილი დაიკავა
ბრწყინვალე თავისუფალი პროგრამა | გუბანოვამ მეხუთე ადგილი დაიკავა