ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა
Aa
Aa

„ახლა ოლიმპიადისთვის უფრო მშვიდად მოვემზადებით“ | მეტელკინა-ბერულავა ევროპის ჩემპიონობაზე

ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა წყვილმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ საქართველოს ისტორიული ოქროს მედლები მოუტანეს, შეჯიბრის შემდეგ კი მედიას საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

ლუკა ბერულავა:

„საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისთვის და მთელი ქვეყნისთვის საოცარი დღე იყო, ძალიან ბედნიერები ვართ“.

ანასტასია მეტელკინა:

„ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გვიხარია, რომ როგორც იქნა ოქროს მედლების მოპოვება შევძელით. დიდი მადლობა ჩვენს მწვრთნელებსა და ფედერაციას. დიდი შრომა ჩავდეთ ამ მიზნის მიღწევაში და ძალიან ბედნიერები ვართ. მცირე შეცდომა დავუშვი, თუმცა ოქროს მედალმა ყველაფერი გადაფარა. ახლა ოლიმპიადისთვის უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად მოვემზადებით. იმედია, ყველაფერი გამოგვივა“.

ცნობისთვის, მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინასა და ბერულავას წყვილს 75.96 ქულა ჰქონდა. თავისუფალ პროგრამაში მათ 139.8 ქულა დაისაკუთრეს - 73.76 ტექნიკურ ელემენტებში, 67.04 პრეზენტაციაში, ერთი ქულა კი დააკლეს. საბოლოოდ, მათ 215.76 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გასულ გერმანულ დუეტს თითქმის 12 ქულით გაასწრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეექვსე ადგილი მოკლე პროგრამის შემდეგ | სმოლკინისა და დევისის წყვილმა კვალიფიკაცია გაიარა
მეექვსე ადგილი მოკლე პროგრამის შემდეგ | სმოლკინისა და დევისის წყვილმა კვალიფიკაცია გაიარა