მარადონა: "გავწვრთნიდი თუ არა "ნაპოლის"?
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ, მორიგი საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"გავწვრთნიდი თუ არა "ნაპოლის"? თუკი მის გულშემატკივრებს ეს სურთ, რატომაც არა". - მოკლე კომენტარით შემოიფარგლა დიეგო.
მარადონა "ნაპოლის" შემადგენლობაში 1984-1991 წლებში თამაშობდა და მასთან ერთად 2-ჯერ სერია ა, იტალიის თასი, "უეფას თასი" და იტალიის სუპერთასი მოიგო.