კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "ჩემთვის ვაქცინაცია სოლიდარობის, თავდადებისა და ერთიანობის საკითხია"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ნიუკასლთან“ მატჩის წინ კორონავირუსზე და ვაქცინაციაზე ისაუბრა.

„მე სრულად ვუჭერ მხარს ყველა ახალ ზომას. გუშინ ყველა ჩვენი ტესტი უარყოფითი იყო. იმედია დღესაც ასე იქნება. ეს უკვე საკმაოდ ბევრს ნიშნავს. ჩვენ ძალიან ვღელავთ, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო. მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია.

გუნდში ვაქცინაციის საკმაოდ კარგი სტატისტიკა გვაქვს. ვფიქრობ, ყველას, ვისაც უკვე შეეძლო აცრილია. სამედიცინო მიზეზების გამო ზოგიერთს ამის უფლება არ მისცეს, მაგრამ ვაქცინას უახლოეს დღეებში მიიღებენ.

დანარჩენებმა რამდენიმე გამაძლიერებელი დოზა დღის წინ მიიღეს (ე.წ. ბუსტერი). იმედი მაქვს, მთელი გუნდი გაივლის ამ პროცედურას“.

გავლენას მოახდენს თუ არა ფეხბურთელების ვაქცინაცია სატრანსფერო გადაწყვეტილებებზე - ამ კითხვაზე კლოპის პასუხი ასეთია:

„მართალი გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. არ ვიცი. ვინ იცის, სად აღმოვჩნდებით, რა სიტუაციაში იქნება მთელი მსოფლიო, როცა ისევ დავიწყებთ ფეხბურთელების ყიდვას. მაგრამ ამ დროისთვის ეს ყველაფერი არც ისე მნიშვნელოვანია.

ჩემთვის ვაქცინაცია სოლიდარობის, თავდადებისა და ერთიანობის საკითხია. თითოეულ ჩვენგანს აქვს შანსი დავეხმაროთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანებსაც. არ არსებობს ორი შესაძლო პასუხი, არის მხოლოდ ერთი. ეს უნდა გაკეთდეს. მე სიტუაცია ასე მესმის.

ეს ეხება არა მარტო მოთამაშეებს, არამედ ბაზის ყველა თანამშრომელს. მათ აცრა ორჯერ მაინც მიიღეს და უმოკლეს ვადაში უტარდებათ გამაძლიერებელი მესამე დოზა (ბუსტერი)“,

- განაცხადა კლოპმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნის საზაფხულო გეგმები ცნობილია - პრიორიტეტები და სათადარიგო ვარიანტები
ბაიერნის საზაფხულო გეგმები ცნობილია - პრიორიტეტები და სათადარიგო ვარიანტები