42 გოლი ერთ კალენდარულ წელში - ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის ''ბაიერნმა'' სტუმრად ''შტუტგარტს'' ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. სერჟ გნაბრიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, რობერტ ლევანდოვსკიმ კი - დუბლი. ბუნდესლიგის ერთ კალენდარულ წელში გატანილი გოლებით ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა.
როგორც მიულერმა, ასევე ლევანდოვსკიმ ერთ კალენდარულ წრეში 42 გოლი შეაგდეს, თუმცა პოლონელს რეკორდის გაუმჯობესების შანსი აქვს, მე-17 ტურში ''ბაიერნი'' ''ვოლფსბურგს'' უმასპინძლებს, შეხვედრა 17 დეკემბერს გაიმართება.
4️⃣2️⃣ goals in the Bundesliga in 2021... ????
— Football on BT Sport (@btsportfootball) December 14, 2021
Robert Lewandowski equals Gerd Muller's long-standing record for a calendar year ???? pic.twitter.com/ZlkqXfbQH0
შეგახსენებთ, 2020-21 წლების ბუნდესლიგის სეზონში 33 წლის ლევანდოვსკიმ 41 გოლი გაიტანა და ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო. 1971-1972 წლების სეზონში გერდ მიულერმა 40 გოლი შეაგდო.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ''ბაიერნმა'' 16 მატჩში 40 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან ''დორტმუნდს'' 9 ქულით უსწრებს, თუმცა მარკო როზეს გუნდს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.