ისევ რონალდუ, ისევ რეკორდები...
Aa
Aa

ისევ რონალდუ, ისევ რეკორდები...

კრიშტიანუ რონალდუმ "ჩემპიონთა ლიგის" ისტორიაში მორიგი ფურცელი ჩაწერა. 

მან "ატლეტიკოსთან" 1/2 ფინალის პირველ მატჩში გატანილი 3 გოლით დაამყარა რეკორდი, რომელიც ამ ტურნირის ფლეი-ოფში 50 და მეტი გოლის გატანას გულისხმობს. 

იგი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, ვინც ეს მაჩვენებელი დააფიქსირა. 

რონალდუს გუშინდელ მატჩამდე ფლეი-ოფის შეხვედრებში 49 გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი 52 აქვს. 

გუშინდელმა მატჩმა პორტუგალიელს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგის დაფიქსირების საშუალება მისცა:

1) მან "რეალის" მაისურით მე-400 გოლი გაიტანა; 2) პირველმა მოახერხა "ჩემპიონთა ლიგის" ფლეი-ოფის ზედიზედ ორ მატჩში ჰეთ-თრიკის შესრულება; 3) ნახევარფინალებში ყველაზე მეტი, 12 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები