ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "ბურგოსსა და სიმეონეს დიდ პატივს ვცემ"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, "ატლეტიკოსთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 

"სიმეონე და ბურგოსი თავიანთ საქმეს ბრწყინვალედ აკეთებენ. ბურგოსს შორიდან ვიცნობ და შემიძლია გითხრათ, რომ მის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მამოძრავებს. 

შედარებით ხშირად მიწევდა სიმეონესთან შეხვედრა და მის წინააღმდეგ ფეხბურთელობისასაც არაერთი მატჩი მაქვს ნათამაშები. 

მათი პიროვნებებისა და საქმისადმი უდიდესი პატივისცემა მაქვს". - განაცხადა ზიდანმა. 

"რეალი" და "ატლეტიკო", ხვალ, 22:45 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები