Marca: ისკო "ატლეტიკოსთან" ძირითადში იქნება
როგორც ირკვევა, ზინედინ ზიდანს აქედანვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ხვალინდელ მადრიდულ დერბიში ისკო ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ამის შესახებ მადრიდული Marca წერს და აღნიშნავს, რომ გარეტ ბეილის ტრავმის პირობებში, ხამესს, ასენსიოსა და ისკოს შორის, არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელზე გაკეთდება.
Marca-ს რეპორტიორს ვარაუდის არგუმენტად "რეალის" ბოლო დღეების ვარჯიშები მოყავს.