ლა ლიგიდან 2 უკვე გავარდა - "ოსასუნას" "გრანადაც" მიყვა...
ლა ლიგის 35-ე ტურმა სეგუნდა დივიზიონში, ანუ ლიგა 123-ში გავარდნილი კიდევ ერთი გუნდი გაარკვია.
უმაღლეს ლიგაში დარჩენის ყოველგვარი შანსი გასულ ტურში პამპლონას "ოსასუნამ" დაკარგა, ხოლო ამ უქმეებზე იგივე ბედი ტონი ადამსის დამოძღვრილ "გრანადას" ეწია.
გრანადელებმა სტუმრად "სოსიედადთან" ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ და ხელებიც ჩამოუშვეს.
უდიდესი ალბათობით, ამ გუნდებს ხიხონის "სპორტინგიც" შეურთდება, რომელსაც "ლეგანესი" მთელი 6 ქულით უსწრებს, მაშინ როცა ჩემპიონატის დამთავრებამდე სულ რაღაც 3 ტური დარჩა.