ბასილაშვილი მონტე კარლოს
Aa
Aa

ბასილაშვილი მონტე კარლოს "მასტერსს" გამოეთიშა

მსოფლიოს 59-ე ჩოგანი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მონტე კარლოს "მასტერსის" სერიის ტურნირს პირველსავე წრეში გამოეთიშა. 

ბასილაშვილს კენჭისყრისას არ გაუმართლა, რადგან პირველ რაუნდში მას მსოფლიო კლასიფიკაციის მე-18 ნომერი, თიხაზე ბრწყინვალედ მოთამაშე, რობერტო ბაუტისტა-აგუტი შეხვდა. 

25 წლის ქართველმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, მეტიც მატჩის მოგების რეალური შანსიც ჰქონდა. 

პირველი სეტი ბასილაშვილის სრული დომინაციის ფონზე წარიმართა და მისივე გამარჯვებით 6:1 დასრულდა. 

ამის შემდეგ ინიციატივა ბაუტისტა-აგუტმა ჩაიგდო ხელში. მან მეორე სეტი 6:3 მოიგო. რაც შეეხება მესამე პარტიას, მასში ნიკოლოზი 3:2 ბრეიკით იგებდა, თუმცა საბოლოო ჯამში ესპანელმა ძალების მობილიზება შეძლო და გადამწყვეტი სეტი უმძიმეს ბრძოლაში 7:5 დახურა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები