Aa Aa
22 ოქტომბერი 2021  |  21:09

მსოფლიო ჩემპიონატი - ზურა წიქარიძე ვერცხლის მედალს დასჯერდა

საბერძნეთში მიმდინარე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ზურა წიქარიძემ ვერცხლის მედალს დასჯერდა.100 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველი ფალავანი ბულგარელ იულიან დიმიტროვ გეორგიევთან დამარცხდა.

ფინალურ ორთაბრძოლამდე წიქარიძემ უნგრელ იოზეფ იანოვიჩს 9:0 მოუგო, ხოლო ლატვიელი სტანისლავ სამოტა ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

დღესვე ბრინჯაოს მედალი დავით ღუღუნაშვილმა მოიპოვა. ვეტერანმა მოჭიდავემ მედლისთვის ბრძოლაში ირანელი ფარზად იაბერ ჰეიდარ ალკასირს აჯობა.

შეგახსენებთ,რომ თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ოქროს მედლები ლუკა კურტანიძემ და ამირან წიქვაძე გახდნენ.

აღსანიშნავია,რომ ლეგენდარულმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage