„სანამ ნომერ პირველი არ გავხდები, ბედნიერი ვერ ვიქნები“ - თოფურია ჩემპიონობას უმიზნებს
Aa
Aa

„სანამ ნომერ პირველი არ გავხდები, ბედნიერი ვერ ვიქნები“ - თოფურია ჩემპიონობას უმიზნებს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ UFC-ში გატარებულ პირველ წელიწადზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ სურს, ნომერ პირველი გახდეს და თვლის, რომ ადრე თუ გვიან, მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

„UFC-ში მოხვედრის დღესვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდებოდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი დონე საუკეთესო მებრძოლთა შორის ადგილის დასამკვიდრებლად საკმარისი იყო. ვიცი, რომ საუკეთესო ვარ და იმის მიღება, რასაც ვიმსახურებ, უბრალოდ დროის საკითხია.

ჩემში არის რაღაც, რაც შიგნიდან მჭამს, რადგან ვიცი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ და მინდა, ჩემპიონი გავხდე. ამჟამად, მსოფლიოში ნომერ მე-15 ვარ და ამ პოზიციის დაკავებით ბევრი იქნებოდა ბედნიერი, რადგან პატარა მიღწევა არაა დედამიწაზე მცხოვრები 8 მილიარდი ადამიანიდან საუკეთესო 15 შორის იყო, თუმცა სიმართლე გითხრათ, ეს დიდად არ მაინტერესებს. არ მადარდებს მე-15 ნომერი ვიქნები, მე-9 თუ მე-8. ჩემი მიზანია, ნომერ პირველი ვიყო და ამისთვის ვიბრძვი. სანამ ნომერ პირველი არ გავხდები, ბედნიერი ვერ ვიქნები“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ UFC-ში მესამე ბრძოლა რაიან ჰოლის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ილიამ კარიერაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები