„გამარჯვების კარგი შანსი აქვს
Aa
Aa

„გამარჯვების კარგი შანსი აქვს" - Cagesidepress-ის სტატია ლაზიშვილზე

UFC Vegas 41-ზე კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს ვიხილავთ. ზვიად ლაზიშვილი UFC-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს და ჯონათან მარტინესს დაუპირისპირდება. ჩხუბამდე რამდენიმე დღით ადრე, Cageside Press-მა ლაზიშვილს სტატია მიუძღვნა და მის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ლაზიშვილმა ბოლო ორი ბრძოლა LFA-ის ეგიდით გამართა და ჯოშ ჰუბერი და რიკი სტილი დაამარცხა. MMA-ის მიღმა, ლაზიშვილი WKF-ის ეგიდით, კარატეში მსოფლიო ჩემპიონია და საქართველოს გრეპლინგის პირველობა 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოუგია. ლაზიშვილმა ბოლოს სტილთან იჩხუბა, რომელიც სოლიდური მეტოქეა და მისი დამარცხებით LFA-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

მართალია, ლაზიშვილს კარატეში დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ბრძოლები მხოლოდ მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთებით მოუგია. ბოლო ორ ჩხუბში არ გვინახავს კარატეზე ორიენტირებული სტილის მქონე მებრძოლი. პირიქით, იგი სოლიდური მოჭიდავე და უკეთესი გრეპლერია. მისმა თანამემამულემ და UFC-ის მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ ლაზიშვილი მასზე უკეთესი მოჭიდავეა და თუ ეს სიმართლეა, ლაზიშვილი სამომავლოდ რეიტინგის ტოპ 15-ის წევრი იქნება. თუმცა იყო კარგი მოჭიდავე სავარჯიშო კემპისას, არ ნიშნავს, რომ ოქტაგონზეც იმავე დონეზე იასპარეზებ. ლაზიშვილის ჭიდაობა გვინახავს და იგი კარგი მოჭიდავეა, მაგრამ რთულია ვთქვათ, რამდენად კარგია.

მის ბოლო ბრძოლასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს. მესამე რაუნდში ის შენელდა და მეტოქის დარტყმებთან გამკლავება უჭირდა. თუმცა თუ ლაზიშვილმა თეიქდაუნი გაიფორმა, ძალიან სახიფათოა.

მარტინესისა და ლაზიშვილის დაპირისპირება სტრაიკერისა და გრეპლერის შეხვედრაა. ქართველ მებრძოლს გამარჯვების კარგი შანსი აქვს, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს“, - წერს Cageside Press.

შეგახსენებთ, რომ ლაზიშვილს კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული და ჯერჯერობით დაუმარცხებელია. ბოლოს მან 2020 წლის 5 სექტემბერს იჩხუბა და რიკი სტილი დაამარცხა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები