მესისა და რონალდუს გარეშე - ანრი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ასახელებს
Aa
Aa

მესისა და რონალდუს გარეშე - ანრი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ასახელებს

ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ ოქროს ბურთის წლევანდელ ფავორიტებზე ისაუბრა და ზოგადად ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დაასახელა.

ფრანგი არ თვლის, რომ ამ მომენტისთვის მუჰამედ სალაჰი საუკეთესოა:

„მას ძალიან კარგი გოლები გააქვს. მაგრამ როგორ შეიძლება დავივიწყოთ ლევანდოვსკი? ან ბენზემა? როგორ შეიძლება დავივიწყოთ სანაკრებო მატჩები? ახლა სალაჰს ეგვიპტის ნაკრებში პრობლემები აქვს. ეს ადვილი არ არის.

მიუხედავად ყველაფრისა, მე მიყვარს სალაჰი. მისი გოლები წარმოუდგენელია, თუმცა ჯერ იგი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე არ არის.

არის, თუ არა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი? დიახ, თუმცა ის სხვებზე მცირედით წინ არის. მაგრამ სალაჰის ბენზემაზე წინ დაყენება მისი ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით? ქარიმმა ბევრი საგოლე პასი გააკეთა და ბევრი გოლი გაიტანა, ასევე ითამაშა საფრანგეთის ნაკრებშიც და ერთა ლიგაზეც“.

- ციტირებს ანრის სიტყვებს CBS Sport-ი.

სალაჰის ანგარიშზე პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ბენზემამ კი ლა ლიგაში 8 ტურში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიუხედავად ტიერი ანრის შეხედულებებისა, ბუკმეიკერული კანტორები და ექსპერტები ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად ლეო მესის ასახელებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ ფრანგმა საუბრისას არც კრიშტიანუ რონალდუ ახსენა.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულის ვინაობა 28 ნოემბერს გახდება ცნობილი.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები