მატჩის შემდეგ ქომაგი რონალდუს მაისურისთვის მოედანზე შეიჭრა
Aa
Aa

მატჩის შემდეგ ქომაგი რონალდუს მაისურისთვის მოედანზე შეიჭრა

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. მატჩის გმირი რონალდუ გახდა, რომელმაც 81-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, როცა ფეხბურთელები ჯერ კიდევ მოედანზე იმყოფებოდნენ, მინდორზე ქომაგი შეიჭრა, რომელიც მთელი მონდომებით რონალდუსკენ გაიქცა. მისი მიზანი კრიშტიანუს მაისურის მოპოვება იყო.

საბოლოოდ, სტიუარდებმა მისი დაჭერა შეძლეს. გულშემატკივარმა მხოლოდ რონალდუს მაისურზე დაქაჩვა მოასწრო.

კრიშტიანუ თავიდან გაოცებული იყო, თუმცა შემდეგ გულშემატკივარს გაუღიმა და წავიდა.

რონალდუს რეკორდების საღამო

კრიშტიანუმ  იკერ კასილასის (186) მიღწევა გააუმჯობესა და უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე 187-ე შეხვედრა ჩაატარა.

პორტუგალიელის ანგარიშზე უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 183 მატჩია, 2-2 კი უეფას თასზე და უეფას სუპერ თასზე აქვს გამართული.

კიდევ ერთი რეკორდი რონალდუს ანგარიშზე. "ატალანტა" მისთვის 38-ე გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანა. პორტუგალიელმა მესის (37) გადაასწრო.

ასევე, კრიშტიანუსთვის ეს მატჩი „იუნაიტედის“ მაისურით მე-300 იყო. პლუს ამას, პორტუგალიელმა გუნდში დაბრუნების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3 მატჩში გატანა მოახერხა, რაც „მანკუნიანელთა“ რიგებში მეორედ შეძლო. პირველად ეს 2007 წლის ნოემბერში გააკეთა. ცნობისთვის, ის სეზონი „წითელმა ეშმაკებმა“ ტრიუმფით დაასრულეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები