მეშვიდე ქართველი UFC-ში - ლაზიშვილის მეტოქის ვინაობა ცნობილია
UFC-ში მეშვიდე ქართველი მებრძოლი იასპარეზებს. ზვიად ლაზიშვილი დებიუტი 23 ოქტომბერს შედგება და მისი მეტოქე მექსიკელი ჯონათან მარტინესი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ზვიადმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა :
„მეგობრებო, ძალიან მოულოდნელად მივიღე ჯონათან მარტინესთან ბრძოლის შესახებ შემოთავაზება. ბრძოლა ლას ვეგასში, ამ შაბათს გაიმართება.მადლობა გულშემატკივრობისთვის! მაძლიერებთ“
ქართველი მებრძოლი LFA-ს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია. მას 13 ბრძოლიდან ცამეტივე მოგებული აქვს და UFC-ში დაუმარცხებელი სტატუსით იასპარეზებს.
 
 
მის მეტოქეს კი ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში 17 ბრძოლა აქვს გამართული, საიდან 13-ში იმარჯვა. ბოლოს მექსიკელი დევი გრანტს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
ამრიგად ლაზაშვილი გიგა ჭიკაძეს, მერაბ დვალიშვილის, ილია თოფურიას, ლიანა ჯოჯუას, რომან დოლიძესა და გურამ ქუთათელაძეს შეუერთდა.
გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი