Aa
Aa

"სანდრო, შენი ადგილი აქ არის" - გრიფინის საჩუქარი მამუკელაშვილს

სანდრო მამუკელაშვილს NBA-ში დებიუტი 20 ოქტომბერს ჰქონდა. „მილუოკი“ „ბრუკლინს“ დაუპირისპირდა და  127-104 დაამარცხა.

ქართველ ცენტრს 7 წუთში 1 მოხსნა და 1 გადაცემა ჰქონდა.

ამ შეხვედრის შემდეგ სასიამოვნო რამ მოხდა. „ნეტსის“ ვარსკვლავმა ბლეიკ გრიფინმა მამუკელაშვილს სამახსოვროდ თავისი მაისური გადასცა.

„სანდრო, განაგრძე შრომა, შენი ადგილი აქ არის“. - დააწერა მაისურზე გრიფინმა.

თავის მხრივ, სანდრომ მას მადლობა გადაუხადა და „უფროსი ძმა“ უწოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ამ შეხვედრას, „ბაქსს“ იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა, რომელმაც 32 ქულა, 14 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა გაიფორმა. კრის მიდლტონსა და პეტ კონოტონს 20-20 ქულა ჰქონდათ, ნვორამ და ჰოლიდეიმ კი 15 და 12 ქულა დააგროვეს. „ნეთსის“ რიგებში 32 ქულითა და 11 მოხსნით კევინ დურანტი გამოირჩა. პეტი მილსის ანგარიშზე 21 ქულა იყო, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა 20 ქულა, 8 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

„ნეტსის“ დამარცხების შემდეგ, „მილუოკის“ მომდევნო შეხვედრა 22 ოქტომბერს, „მაიამი ჰიტთან“ ელის, „ბრუკლინი“ კი „ფილადელფიას“ დაუპირისპირდება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები