Aa Aa
19 ოქტომბერი 2021  |  20:02

"პრიორიტეტი 3 ქულაა" - ალეგრი ზენიტთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ სტუმრად „ზენიტს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რა თქვა ალეგრიმ?

„დე ლიხტი გამოჯანმრთელდა და აუცილებლად ითამაშებს. რუგანის დიდი ხანია არ უთამაშია, თუმცა კარგად არის და საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ. არტური გარკვეულ სათამაშო წუთებს მიიღებს. არ ვიცი ძირითადში იქნება, თუ ცვლილებაზე გამოვიყვან. მორატაც სათამაშოდ მზად არის.

მსიამოვნებს, როდესაც მეუბნებით „შენი იუვე“. კარგი ფეხბურთელები მყავს, თუმცა სეზონის დასაწყისში მათ კარგად არ ვიცნობდი. ამ მომენტში ჩემს გუნდს თავის დაცვა კარგად გამოსდის და ეს მომწონს. განვითარება აუცილებლად გვჭირდება. შედეგს მხოლოდ ასე მივიღებთ.

შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომ ჯგუფში სტაბილურად გავლიდერდეთ. „ზენიტი“ კარგი გუნდია და მარტივ გამარჯვებას არ ველოდები. რუსებს ნახევარდაცვაში ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და მტკიცე ხასიათი აქვთ. 3 ქულა პრიორიტეტია.“

შეგახსენებთ, რომ „ზენიტისა“ და „იუვენტუსის“ დაპირისპირება 20 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage