დასანანი მარცხი - ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსი ვერ მოიგო
Aa
Aa

დასანანი მარცხი - ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსი ვერ მოიგო

სამწუხაროდ ისტორია არ დაიწერა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსი ვერ მოიგო. ქართველი ჩოგბურთელი ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორისთან სამ სეტში 6:3 4:6 1:6 დამარცხდა.

პირველი სეტი ნიკოლოზმა არასასიამოვნოდ დაიწყო. მოთამაშეებმა ჩაწოდებები გაცვალეს, მაგრამ მესამე გეიმში ნორიმ ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. ბრიტანელმა თავისი ჩაწოდებაც მოიგო და 3:1 დააფიქსირა. ამის შემდეგ სადავეები ბასილაშვილმა აიღო ხელში. 2 ბრეიკი შეასრულა და პირველი სეტი 6:3 მოიგო.

მეორე სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ნიკოლოზმა მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა, თუმცა კამერონმა უკუბრეიკი შეასრულა და თამაშში დაბრუნდა. ამის შემდეგ ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად ასპარეზობდა. სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ანგარიში ნორის სასარგებლოდ 5:4 იყო, ბრიტანელმა ბრეიკი შეასრულა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტი „ჩვენებურისთვის“ ცუდად დაიწყო. ნორიმ 3:0 დააფიქსირა და იდეალური ჩოგბურთის თამაში დაიწყო. ბრიტანელი ჩოგბურთელი შეცდომას თითქმის არ უშვებდა. სამწუხაროდ ბასილაშვილმა თავისი ჩაწოდება ისევ დათმო და 1:5. კამერონმა ასეთი შანსი ხელიდან აღარ გაუშვა, მატჩზე ჩააწოდა და ინდიან უელსის მასტერსი მოიგო.

ბასილაშვილის განვლილი გზა

ნიკოლოზმა პირველ წრეში ეუბენკსი ორ სეტში 6:4 6:3 დაამარცხა. მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე გამოცდილი რამოს ვინოლასი იყო, რომელიც სამ სეტში 4:6 7:6 6:2 დაამარცხა. ესპანელის შემდეგ ნიკოლოზმა კარენ ხაჩანოვი არ დაინდო. ორ სეტში 6:4 7:6.

მეოთხედფინალში ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერს, სტეფანოს ციციპასს სამ სეტში 6:4 2:6 6:4 აჯობა. ნახევარფინალში კი ნიკოლოზმა ტეილორ ფრიცი 7:6 6:3 დაამარცხა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები