Aa Aa
17 ოქტომბერი 2021  |  14:15

ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი სარაგბო კომპლექსი აშენდება

ქართულ რაგბის მალე კიდევ ერთი სარაგბო კერა შეემატება. ფონდის დაფინანსებით ზუგდიდელებს მალე ორმოედნიანი თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსი ექნებათ, რომელიც ჯამში 5000 მაყურებელზე იქნება გათვლილი - ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზის მშენებლობა ზუგდიდში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულიც კია. ზუგდიდს აუცილებლად უნდა ქონდეს გამართული სარაგბო ინფრქასტრუქტურა, რადგან ამ რეგიონმა ბევრი სახელოვანი მორაგბე აღუზარდა ქართულ რაგბს.

ბაზას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა მიეცემა, რადგან აფხაზეთის სიახლოვეს გვექნება შესანიშნავი სარაგბო კომპლექსი. მეზობელი სოფლებიდან ბავშვები შეძლებენ რაგბში ჩაერთონ. იმ ამბიციური გეგმების განხორციელებას კი, რომელიც გაცხადებული გვაქვს, სამეგრელოსა და ჩვენი აფხაზი ძმების გარეშე ვერ შევძლებთ.

მოვიარეთ, დავათვალიერეთ, ვნახეთ სამშენებლო პროცესი და, ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვები უკვე შეძლებენ ვარჯიშს. ველით, რომ მათგანაც მივიღებთ მაღალი დონის მორაგბეებს.

მომდევნო წლები გამორჩეული იქნება სარაგბო აქტივობით. ახლახანს, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა და გარწმუნებთ, წინ დიდი გამარჯვებები გველოდება.

მომზადებულია რაგბის კავშირის მიხედვით

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage