ლევან მაისაშვილი: „ხარისხის გაუმჯობესების იმედი ნამდვილად გვაქვს
Aa
Aa

ლევან მაისაშვილი: „ხარისხის გაუმჯობესების იმედი ნამდვილად გვაქვს"

პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა, „შავი ლომმა“ პირველი, ისტორიული მატჩი გაიმართა.

რაგბი ევროპის სუპერ თასზე, „შავი ლომი“ ისრაელის წარმომადგენელ „თელავივ ჰიტს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით - 33-10 დაამარცხა.

ქართული ფრენჩაიზის პორველი ქულები სოსო მათიაშვილმა ჯარიმით აიღო, აკაკი ტაბუცაძემ პირველი ლელო დადო და მოგვიანებით, ჰეთ-თრიკი გაიფორმა, ერთი ლელო კი შალვა მამუკაშვილის ანგარიშზეა. ჯარიმის გარდა, მათიაშვილმა ერთი გარდასახვაც გაიტანა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა შეასრულა.

„შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი

რასაც ამდენ ხანს ვნატრობდით, როგორც იქნა ახდა და ქართულმა ფრენჩაიზმა პირველი შეხვედრა გამართა.

გუნდმა დაახლოებით ორთვიანი, ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. გამოჩნდა, რომ გუნდი კარგ ფიზიკურ ფორმაშია. შეუთამაშებლობა არ გვეტყობოდა, რაც მომავალი შეხვედრების წინ უკეთესობის იმედს მაძლევს.

მეტოქე ძლიერი მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა შეთამაშების პრობლემა ჰქონდა. ამ მხრივ ჩვენ უკეთეს სიტუაციაში ვიყავით, რადგან მოთამაშეთა დაახლოებით ნახევარი, ნაკრებში ერთადაა. გვქონდა პატარა შეცდომები, რაც პირველი თამაშისთვის ნორმალურია.

რაზეც ვარჯიშობდნენ, მოედანზე კარგად გადმოიტანეს, რისთვისაც მადლობა მათ და სამწვრთნელო შტაბს.

რაც შეეხება მომავალ შეხვედრებს, ბევრი უნდა ვიმუშაოთ მცირედი შეცდომებიც რომ გამოვასწოროთ, თუმცა ამ შეხვედრაში იმდენი კარგი რამ გაკეთდა, ხარისხის გაუმჯობესების იმედი ნამდვილად გვაქვს, - მაისაშვილის კომენტარს საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

„შავი ლომი" აღმოსავლეთ კონფერენციაში „ენისეისთან" (რუსეთი), „ლოკომოტივი პენზასთან" (რუსეთი) და „თელავივ ჰითთან" (ისრაელი) ითამაშებს. დასავლეთ კონფერენციაში „ბრიუსელს დევილზი" (ბელგია), „დელტა" (ნიდერლანდები), „ლუსიტანოს XV" (პორტუგალია) და „იბერიანზი" (ესპანეთი) მოხვდნენ.

თითოეული კონფერენციის ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გადის, ფინალური შეხვედრა კი მაისშია დაგეგმილი.

ფოტო: რაგბის კავშირი

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები