ბრძოლის გარეშე - ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
Aa
Aa

ბრძოლის გარეშე - ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

პარიზში მიმდინარე გრან სლემზე ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი ბრძოლის გარეშე მოიპოვა, რადგან მისმა მოწინააღმდეგემ კაია კაიზერმა ტრავმა მიიღო და ტატამზე არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანმა პირველი წრე გამოტოვა, 57-კილოგრამ წონით კატეგორიის მერვედფინალში კი მავრიტანიელი კრისტიან ლეგენტილი დაამარცხა და მეოთხედფინალში, დაახლოებით 2 წუთში გავიდა.

მეოთხედფინალში ლიპარტელიანის მეტოქე  ფრანგი ფაიზა მოკდარი იყო, რომელმაც თავის მხრივ, ებრაელი კარემ პრიმოს ბარიერი გაიარა. ქართული-ფრანგული დაპირისპირება სამწუხაროდ ფრანგის გამარჯვებით დასრულდა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები