პარიზის გრან სლემი | ეთერ ლიპარტელიანმა გამარჯვებით დაიწყო და მეოთხედფინალშია
Aa
Aa

პარიზის გრან სლემი | ეთერ ლიპარტელიანმა გამარჯვებით დაიწყო და მეოთხედფინალშია

დღეს, პარიზში მიმდინარე გრან სლემზე, საქართველოს სახელით ეთერ ლიპარტელიანსა და ვაჟა მარგველაშვილს უნდა ეასპარეზათ, ვაჟას შეჯიბრში მონაწილეობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ მიუღია, ხოლო ლიპარტელიანმა გამარჯვებით დაიწყო.

ლიპარტელიანმა პირველი წრე გამოტოვა, 57-კილოგრამ წონით კატეგორიის მერვედფინალში კი მავრიტანიელი კრისტიან ლეგენტილი დაამარცხა და მეოთხედფინალში, დაახლოებით 2 წუთში გავიდა.

მეოთხედფინალში ეთერის მეტოქე ებრაელი კარემ პრიმო ან ფრანგი ფაიზა მოკდარი იქნება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები