ინდიან უელსის მასტერსი | ვის შეხვდება ბასილაშვილი ნახევარფინალში?
საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს.
ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერს, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და 3 სეტში გაიმარჯვა (6-4, 2-6, 6-4).
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა, ხოლო ტოპ 10-ის ჩოგბურთელი მეექვსედ დაამარცხა.
პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ტეილორ ფრიტცი იქნება, რომელიც მსოფლიოს 39-ე ჩოგანია, ხოლო ბასილაშვილი ამ ეტაპზე 36-ე პოზიციას იკავებს.
საინტერესოა, რომ ამერიკელმა ჩოგბურთელმაც რთული გზა განვლო. მან გერმანელი ალექსანდრ ზვერევის (ATP.4) ბარიერი გაიარა (4-6, 6-3, 7-6(3). ტეილორმა კარიერაში პირველად მოუგო ტოპ 5-ში მყოფ ჩოგბურთელს.
ამ დრომდე მომავალი მეტოქეები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. ერთხელ ბასილაშვილმა გაიმარჯვა (დოჰა), ხოლო მეორედ მისმა მეტოქემ (დუბაი).
ქართულ-ამერიკული დაპირისპირება 17 ოქტომბერს შედგება.
გამოიწერე ჩვენი Youtube არხი