კარიერის გამორჩეული მატჩი - ბითაძემ კლივლენდს 18 ქულა ჩაუგდო
Aa
Aa

კარიერის გამორჩეული მატჩი - ბითაძემ კლივლენდს 18 ქულა ჩაუგდო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში NBA-ს წინასასეზონო მატჩები დასრულდა.

გამთენიისას, ინდიანა პეისერსისა და კლივლენდ კავალიერსის შეხვედრა შედგა, სადაც ქართველი კალათბურთელის გუნდი ანგარიშით - 94-110 დამარცხდა.

მარცხის მიუხედავად გამორჩეული იყო გოგა ბითაძე, რომელმაც პარკეტზე 23 წუთზე ოდნავ მეტი (23:28) გაატარა და ამ დროში მეტოქეს 18 ქულა ჩაუგდო. 18 ქულის გარდა, გოგას ანგარიშზე 6 მოხსნა და 3 დაფარება იყო.

აღსანიშნავია, რომ გოგას ბურთი არცერთხელ დაუკარგავს და არც მეტოქის წინააღმდეგ დაჯარიმებულა.

ინდიანა პეისერსი მომდევნო მატჩს შარლოტ ჰორნეტსის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 21 ოქტომბერს შედგება და გამთენიისას, თბილისის დროით 03:00 საათიდან დაიწყება.

აღნიშნული შეხვედრა NBA-ის რეგულარული სეზონი ოფიციალური მატჩი იქნება.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები