საქართველოს ნაკრების ექს-მწვრთნელი დავით დავითაია გარდაიცვალა
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების ექს-მწვრთნელი დავით დავითაია გარდაიცვალა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების (1976-86), ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდების (1986-92) ყოფილი მწვრთნელი დავით დავითაია 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

დავით დავითაია საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, იტალიის, რუმინეთის, თბილისის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული იყო.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, საქართველოს ნაკრებში მუშაობის გარდა 1976-1986 წლებში სსრკ-ს ნაკრებს წვრთნიდა, სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის კი აშშ-ს ეროვნული ნაკრები მოამზადა.

დავით დავითაია საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი იყო.

CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს დავით დავითაიას ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას

ფოტოზე: დავით დავითაია და მისი აღზრდილი ბადრი ხასაია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები