Aa Aa
14 ოქტომბერი 2021  |  08:41

ისტორიაში პირველად - ბასილაშვილი მასტერსის 1/4-ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის კარიერაში პირველად მასტერსის სერიის ტურნირის 1/4-ფინალში ითამაშებს!

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ინდიან უელსში მესამე ბარიერი დაძლია და რუსი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში 6:4, 7:6 (8:6) დაამარცხა. შეხვედრა 1 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა.

ნიკამ პირველი სეტის 6:4-ის მოგების შემდეგ, მეორე სეტი ბრეიკით დაიწყო, რაც მეხუთე გეიმში მოხდა და საკუთარ ჩაწოდებებში დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ერთი შეხედვით შეხვედრა ლოგიკური ფინალისკენ მიდიოდა, თუმცა ხაჩანოვმა უკუბრეიკის შესრულება შეძლო და შეხვედრა ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც საკმაოდ დრამატული გამოდგა.

ბასილაშვილი 6:2-ს იგებდა და ოთხმაგი მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ რუსმა ყველა მათგანი მოიგერია, ანგარიში გაათანაბრა და ინტრიგა დააბრუნა. ამის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ ორი ქულა აიღო და შეხვედრას ლოგიკური წერტილი დაუსვა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 9 146 125 დოლარს შეადგენს. ნიკამ ამ გამარჯვებით 180 სარეიტინგო ქულა მიიღო და 175 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში