რამდენიმე კვირას გამოტოვებს - ვარანი ტრავმირებულია
Aa
Aa

რამდენიმე კვირას გამოტოვებს - ვარანი ტრავმირებულია

ერთა ლიგის ფინალში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. მატჩი საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. „მამლებისთვის“ და „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ერთი არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

შეხვედრის 43-ე წუთზე რაფაელ ვარანმა დაზიანება მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. „წითელი ეშმაკების“ უკანახაზელი დეშამმა უპამეკანოთი ჩაანაცვლა. ერთი შეხედვით ტრავმა სერიოზული არ ჩანდა.

დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა გვამცნო, რომ რაფაელი რამდენიმე კვირას გამოტოვებს. „ვარანმა ერთა ლიგის ფინალში საზარდულის კუნთი დაიზიანა და ახლა რეაბილიტაციას გადის. ის რამდენიმე კვირაში დაბრუნდება.“ - წერია ოფიციალურ განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი მანჩესტერულ გრანდს მიმდინარე წლის ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. დღემდე, ვარანმა „წითელი ეშმაკების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 7-ჯერ მოირგო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები