ვიქტორ ოსიმენი, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

პარი სენ-ჟერმენის სატრანსფერო გეგმები | ოსიმენთან კონტაქტი აქვთ, ლეაუზე ფიქრობენ

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. კლუბის ხელმძღვანელებს რამდენიმე ვარიანტი ჰყავთ შერჩეული და მათ გეგმებთან დაკავშირებით L’Équipe-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენს“ ილია ზაბარნის გადაბირება სურს. პარიზელები მისი ტრანსფერის დახურვას ზამთარში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ „ბორნმუთთან“ საერთო ენა ვერ გამონახეს. L’Équipe იუწყება, რომ პსჟ „ალუბლებს“ უახლოეს პერიოდში დაეკონტაქტება და წინადადებით მიმართავს.

„პარკ დე პრენსის“ ბინადრები უნივერსალი შემტევის გაფორმებასაც აპირებენ. ფრანგული ჟურნალის წარმომადგენლები წერენ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ყურადღების ცენტრში ვიქტორ ოსიმენი იმყოფება. ნიგერიელი ფეხბურთელი „ნაპოლის“ საკუთრებაა და გასული სეზონი იჯარის წესით „გალათასარაიში“ გაატარა. „გალა“ მის გაფორმებას ცდილობს, თუმცა „პარტენოპეისთან“ შეთანხმების მიღწევა უჭირს და არის შანსი, საქმეში „პარი სენ-ჟერმენი“ ჩაერთოს. როგორც ირკვევა, კამპუშს ოსიმენთან კონტაქტი აქვს და შესაძლოა, კვარა-ოსის დუეტი კიდევ ვიხილოთ.

„პარი სენ-ჟერმენი“ კიდევ ერთ ფრონტზე აქტიურობს და რაფაელ ლეაუს ტრანსფერითაა დაინტერესებული. პორტუგალიელ გარემარბს „მილანთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ამ მხრივ ჯერჯერობით კლუბს კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია