ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ ყოფილა | სენტ-ეტიენის პოზიცია ზურიკოს ტრანსფერზე

„სენტ-ეტიენის“ ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის, მომავალი ფრანგული პრესის ერთ-ერთი სასაუბრო თემაა. „მწვანეების“ გარემარბს რამდენიმე მსურველი ჰყავს და Le10Sport-ი „სენტ-ეტიენს“ დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რა ხდება.

ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში ორი ფეხბურთელია — დავითაშვილი და ლუკას სტასინი. „მწვანეები“ სტასინის გაყიდვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ. რაც შეეხება ზურიკოს, მასთან მიმართებით განსხვავებული პოზიცია აქვთ და, სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში, მზად არიან, გაუშვან.

Le10Sport-ის მიხედვით, „სენტ-ეტიენს“ დავითაშვილის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღია. „მწვანეები“ ზურიკოს სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს ითხოვენ და ნაკლებ თანხას არც კი განიხილავენ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში დავითაშვილი „სპორტინგს“, „ბეშიქთაშს“, „რენსა“ და „სტრასბურგს“ დაუკავშირეს. ზურიკოს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 10 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრძოლისთვის და კონკურენციისთვის მზად ვარ!“ - მამარდაშვილის პირველი ინტერვიუ ლივერპულში
„ბრძოლისთვის და კონკურენციისთვის მზად ვარ!“ - მამარდაშვილის პირველი ინტერვიუ ლივერპულში