ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ღირსეულად წაგება არ იციან“ | პედრომ ენრიკესა და პარი სენ-ჟერმენზე ისაუბრა

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა, ჟოაო პედრომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ისაუბრა. ბრაზილიელ თავდამსხმელს ლუის ენრიკესთან დაპირისპირებაზე ჰკითხეს და პედრომ მომხდარის საკუთარი ვერსია გაგვიზიარა.

„დავინახე, რომ ანდრეი სანტოსი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებს შორის მოექცა და მის დასაცავად მივედი. როგორც ნამდვილი ბრაზილიელი, მეგობრის დაცვა გადავწყვიტე. ბევრი ადამიანი იყო და უეცრად ხელი მკრეს.

პარი სენ-ჟერმენმა არ იცის, ღირსეულად წაგება როგორ ხდება, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. ახლა ჩვენი დროა და შეგვიძლია, წარმატება ვიზეიმოთ.“

ცნობისთვის, მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე ლუის ენრიკემაც ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ პედრომ მას ხელი ჰკრა, რის შემდეგაც ბრაზილიელს უბრალოდ შეეხო და ის მინდორზე დაეცა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა. „არისტოკრატების“ მხრიდან დუბლი კოულ პალმერმა გაიფორმა, მესამე გოლი კი პედროს ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პედრომ ხელი მკრა“ | რა თქვა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ
„პედრომ ხელი მკრა“ | რა თქვა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ