“მისთვის იდეალური პოზიცია არ არის“ - ესპანური მედია გულიაშვილზე
როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გიორგი გულიაშვილი სანტანდერის რასინგში გადავიდა.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ქართველ თავდამსხმელს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი შეუსრულებია.
ესპანური გამოცემა EFE გულიაშვილის და რასინგის პრობლემებზე წერს:
„რასინგის სპორტულმა ხელმძღვანელობამ, რომელსაც ჩემა არაგონი უდგას სათავეში, თავისუფალი აგენტების ბაზარს მიმართა, რათა სიტუაცია დაემშვიდებინა და მანექს ლოქსანოს სერიოზული ტრავმის შემდეგ მისი ჩანაცვლება მოეხდინა.
ამ კონტექსტში მან ვეტერანი ხაიმე მატას გაფორმება გადაწყვიტა, თუმცა რასინგის მთავარ მწვრთნელს ჯერ არ მიაჩნია, რომ ის სათამაშო ფორმაშია და სრულფასოვან კონკურენციას გაუძლებს.
შედეგად, ასტურიელ მწვრთნელს ბოლო მატჩებში ქართველი გულიაშვილის გამოყენება ფორვარდის პოზიციაზე მოუწია, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა — ეს მისთვის იდეალური პოზიცია არ არის, თუნდაც ის მოედანზე მაქსიმალურად იხარჯებოდეს.
მიუხედავად ამისა, მან აჩვენა, რომ შეიძლება სასარგებლო ფეხბურთელი იყოს როგორც თავდამსხმელის უკან, ისე ორივე ფლანგზე.“
შეგახსენებთ, რომ გულიაშვილმა ესპანურ კლუბში გადასვლის შემდეგ, ყველა ტურნირზე ერთად 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.