“ნამდვილი მშიშარა ხარ“ - მიკა რიჩარდსმა პრესტიანის მიმართა
ბენფიკასა და მადრიდის რეალის მატჩს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ვინისიუსი პრესტიანის რასისტულ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
მომხდართან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსმა მიკა რიჩარდსმა დააფიქსირა.
მიკა რიჩარდსი:
„ის მშიშარაა, აბსოლუტური მშიშარა, რადგან ახლა ვერავინ გაიგებს რა თქვა, მხოლოდ მან და ვინისიუსმა იციან ყველაფერი. პრესტიანიმ პირი მაისურით აიფარა და ახლა არ ვიცით, რა მოხდა.
„მისი რეაქციიდან გამომდინარე, მიხვდებით, რომ ვინიციუსი ასეთ სერიოზულ საკითხზე არ იტყუება. მხოლოდ გული შეიძლება გეტკინოს იმის გამო, რაც მას დაემართა და ამასთანავე, ბრბო მის წინააღმდეგაც შეიკრიბა. ყველამ იცის, რა ხდება და მისი ასე შეურაცხყოფა მას შემდეგ, რაც უკვე შეურაცხყოფა მიაყენეს... ეს არასწორია!!“
სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა რეალის სუპერვარსკვლავს მაიმუნი უწოდა.
ცნობისთვის, პრესტიანი ამბობს, რომ უდანაშაულოა. მატჩის შემდეგ მან „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. მისი თქმით, ვინისიუსმა ყველაფერი არასწორად გაიგო და ჩათვალა, რომ რეალურად ის უთხრა, რაც მოეჩვენა. პრესტიანი აცხადებს, რომ რასიზმი არავის მიმართ გამოუჩენია და რასისტი არ არის.