ლუის ენრიკე
Aa
Aa

„პედრომ ხელი მკრა“ | რა თქვა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, „ჩელსისთან“ გამართული შეხვედრა შეაფასა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში 0:3 დამარცხდა, და „კვარას“ დამრიგებელმა მატჩის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

„ჩემპიონები ვერ გავხდით, თუმცა მჯერა, რომ ძალიან კარგი ტურნირი ჩავატარეთ. იმედგაცრუებული ვართ — წაგება იოლი ნამდვილად არ არის, თუმცა სპორტი ასეთია, განსაკუთრებით უმაღლეს დონეზე. ცხოვრებაა ასეთი, და მარცხს უნდა შევეგუოთ.

ჩელსიმ შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. სეზონი დასრულდა და დროა, დასვენების დღეებით ვისიამოვნოთ. მინდა, ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც საოცრად გვქომაგობდნენ, მადლობა გადავუხადო. რთული დღე გვქონდა, თუმცა ისინი ყველა შეხვედრაში მხარს გვიჭერენ და ყოველთვის გუნდთან არიან.

რა მოხდა მატჩის შემდეგ ჟოაო პედროსთან? შეხვედრის შემდეგ შეიქმნა სიტუაცია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. ვითარება დაიძაბა და ფეხბურთელების გაშველება ვცადე. თითოეული ჩვენგანის ვალდებულება იყო, რომ სიტუაციის დაძაბვა თავიდან აგვერიდებინა. მიუხედავად ამისა, დაძაბულობა მაინც შეიქმნა, რის გამოც ფეხბურთელები ერთმანეთს ექაჩებოდნენ და ხელს ჰკრავდნენ. პედრომ ხელი მკრა, მე კი მას უბრალოდ შევეხე და ის მინდორზე დაეცა. ეს სიტუაცია თავიდან უნდა აგვერიდებინა და მოთამაშეები გავაშველე.“

ცნობისთვის, მატჩის შემდეგ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ენრიკე მოედანზე შევიდა და კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როდესაც პედროს ხელი ჰკრა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 23 შეხება, 13-დან 11 ზუსტი პასი, 1 ზუსტი დარტყმა, 7 პოზიციური დუელიდან 2 მოიგო, მეტოქე მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა, რომელიც ყვითელი ბარათით დასრულდა, თავადაც 1 ჯარიმა აიღო. ცნობილ სტატისტიკურ პორტალ Sofascore-ზე მისი თამაში 6.4 ქულით შეფასდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამი რამ, რაც მამარდაშვილის დებიუტიდან შეინიშნება“ - Liverpool.com-ის შეფასება
„სამი რამ, რაც მამარდაშვილის დებიუტიდან შეინიშნება“ - Liverpool.com-ის შეფასება