ნიუკასლი, ყარაბაღი, ენტონი გორდონი
Aa
Aa

გორდონის პოკერი პირველ ტაიმში - ნიუკასლმა ყარაბაღი გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტის მეორე სათამაშო დღეს, ნიუკასლი ყარაბაღს ესტუმრა და 6:1 გაანადგურა.

ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი გორდონმა შეიტანა, რომელმაც პირველ ტაიმში პოკერი შეასრულა.

ნიუკასლის მხრიდან დარჩენილი ორი გოლი მერფიმ და ჩიაუმ გაიტანეს. მასპინძელთა მხრიდან პრესტიჟის გოლის გატანა 55-ე წუთზე ელვინ კაფარქულიევმა მოახერხა.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე გორდონი კაჭკაჭების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასევე ის გახდა მეორე მოთამაშე, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ერთი ტაიმში 4 გოლი გაიტანა. პირველად ეს ლუის ადრიანომ მოახერხა. 

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 24 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლატენბურგი: “ვინისიუსმა სიტუაცია გაართულა და თავის თავს ვერ დაეხმარა“
კლატენბურგი: “ვინისიუსმა სიტუაცია გაართულა და თავის თავს ვერ დაეხმარა“