ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

უკრაინელი ყოფილი ფეხბურთელი: “ბევრი რამ კვარაცხელიაზე დამოკიდებული არ იქნება“

როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს და უკრაინის ნაკრებები ერთად მოხვდნენ.

მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით, უკრაინელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ოლეჰ კრასნოპიოროვმა თავისი აზრი დააფიქსირა.

კრასნოპიოროვი:

„პირველ რიგში, უკრაინას წილისყრაში გაუმართლა. ჩვენს წინააღმდეგ ტოპ ნაკრებები არ ითამაშებენ და პირველი ორი მატჩის სტუმრად გამართვაც კარგია. ჩვენ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს.

უკრაინის ნაკრები მეტოქეების თამაშს არ უნდა მოერგოს. საკუთარი კოზირები უნდა გამოვიყენოთ. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება არა უნგრელ და ქართველ ლიდერებზე(სობოსლაი, კვარაცხელია), არამედ უკრაინელთა მოტივაციაზე.

სამწუხაროდ, დოვბიკს ტრავმა აქვს. სუდაკოვს და ზაბარნის ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევათ. იმედი მაქვს, ეს სიტუაცია შეიცვლება.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და უკრაინის ნაკრების პირველი დაპირისპირება 28 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

ასევე შეგახსენებთ, ნიდერლანდების ჩემპიონატის გასულ ტურში ოლექსანდრ ზინჩენკომ ტრავმა მიიღო და მუხლის ოპერაცია ესაჭიროება. მისთვის სეზონი დასრულებულია და უმაღლესი ალბათობით ჯვაროსნებთან მატჩამდე რეაბილიტაციას ვერ მოასწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები