ასეთი გულშემატკივრობა არასდროს მინახავს | ენრიკე მონაკოსთან გამარჯვებაზე
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში დრამატული დაპირისპირება შედგა. მონაკო საკუთარ მოედანზე პსჟ-ს იღებდა და მატჩის სტარტზევე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. ფოლარინ ბალოგუნმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა, მე-18 წუთზე კი დუბლი გაიფორმა და მასპინძლები 2:0 დააწინაურა, თუმცა ენრიკეს გუნდმა თამაში პირველივე ტაიმში გაათანაბრა და საბოლოოდ 2:3 გაიმარჯვა.
მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე მედიას ესაუბრა: „ეს განსაკუთრებული მატჩი იყო, რადგან გოლი პირველივე შეტევისას გავუშვით. ამის შემდეგ მეტოქემ თავდაჯერება იგრძნო, ჩვენ კი ეს თავდაჯერება სწრაფად დავკარგეთ, რის გამოც თამაშში დაბრუნება ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა, ვფიქრობ ამ გამოცდას თავი გავართვით.
„ბუნებრივია, რომ გვიჭირს. ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი ვართ, თუმცა დამატებითი წნეხის ქვეშ ვიმყოფებით, ვალდებულები ვართ, ყველა მატჩი მოვიგოთ.“
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს. არც როგორც ფეხბურთელს და არც როგორც მწვრთნელს, ასეთი გულშემატკივრობა არასდროს მინახავს. მადლობა მათ, ეს მატჩი მათთვის იყო.“
„გასულ კვირას დეზირე დუე ყველამ 'მიწასთან გაასწორა'. ის საოცარი მოთამაშეა. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მან ეს პერფორმანსი დაიმსახურა. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“