კლატენბურგი: “ვინისიუსმა სიტუაცია გაართულა და თავის თავს ვერ დაეხმარა“
ვინისიუსსა და პრესტიანის შორის მომხდარ ინციდენტს ყოფილი გავლენიანი მსაჯი მარკ კლატენბურგი გამოეხმაურა.
კლატენბურგი:
„როცა ვინისიუსი არბიტრს ეუბნება ასეთ რამეს, მსაჯი ვალდებულია დაიცვას პროტოკოლი და იმოქმედოს იმ წესების მიხედვით, რომლებიც უეფამ დააწესა მსგავს შემთხვევებში.
პრობლემა ის არის, რომ ვინისიუსი საკუთარ თავს დიდად ვერ დაეხმარა. მან არბიტრის საქმე უფრო გაართულა. ულამაზესი გოლი გაიტანა და რაც უნდა გაეკეთებინა, იყო მისი აღნიშვნა და შემდეგ საკუთარ ნახევარზე დაბრუნება. ამ სიტუაციაში ყველაფერი ძალიან, ძალიან გაართულა.
რაც მე დავინახე, სრულიად ნათელი იყო: 25-ე ნომერმა ვინისიუსს ხუთჯერ უთხრა, რომ მაიმუნი იყო. ყველას აქვს თავისი აზრი, მაგრამ ჩვენ ფაქტებს ვაწვდით და ყველანი ერთსა და იმავე რეალობაზე უნდა ვთანხმდებოდეთ. ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. ჩემპიონთა ლიგაში თამაში საოცარია, მაგრამ მსგავსი სურათის ჩვენება მსოფლიო ფეხბურთისთვის ძალიან ცუდია.“
ცნობისთვის, პრესტიანი ამბობს, რომ უდანაშაულოა. მატჩის შემდეგ მან „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. მისი თქმით, ვინისიუსმა ყველაფერი არასწორად გაიგო და ჩათვალა, რომ რეალურად ის უთხრა, რაც მოეჩვენა. არგენტინელი აცხადებს, რომ რასიზმი არავის მიმართ გამოუჩენია და რასისტი არ არის.