Marca:
Aa
Aa

Marca: "ბარსას" თავკაცის პოსტზე მთავარი კანდიდატი ერნესტო ვალვერდეა!

მადრიდული გამოცემა Marca-ს თქმით, დიდია ალბათობა, რომ "ბარსას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ლუის ენრიკე სეზონის ბოლოს ერნესტო ვალვერდემ ჩაანაცვლოს. 

53 წლის ვალვერდე ამჟამად "ბილბაოს" მთავარი მწვრთნელია და მას ბოლო დროს პრესკონფერენციებისას "ბარსას" შესახებ ხშირად ეკითხებიან, თუმცა ბასკთა თავკაცი ამ კითხვას მუდმივად თავს არიდებს. 

ასევე ცნობილია ისიც, რომ ვალვერდე ლონდონის "არსენალის" მწვრთნელის პოსტზეც განიხილება, თუმცა როგორც მადრიდული გამოცემა ამტკიცებს, ამ სპეციალისტის "ბარსაში" დანიშვნა რეალურზე რეალურია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები