პარიზის გრან სლემი - საქართველოს ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

პარიზის გრან სლემი - საქართველოს ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია

16-17 ოქტომბერს პარიზი ძიუდოს გრან სლემს უმასპინძლებს. პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 5 ძიუდოისტით (4 ვაჟი და 1 გოგონა) წარდგება.

მწვრთნელების გადაწყვეტილებით ფრანგულ ტატამზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს ვაჟა მარგველაშვილს, ევროპის ჩემპიონს ტატო გრიგალაშვილს, ლუკა მაისურაძეს, ონისე სანებლიძესა და ეთერ ლიპარტელიანს ვიხილავთ. ტურნირამდე ჯერ დროა და შესაძლოა ჩვენს რიგებს სხვა ძიუდოისტებიც დაემატონ.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი პარიზის გრან სლემი COVID-19 პანდემიის გამო გაუქმდა. 2019 წლის ტურნირზე კი ჩვენმა დელეგაციამ სამი მედალი მოიპოვა. გრან სლემის გამარჯვებული ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. ვერცხლის პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა შავდათუაშვილი დასჯერდა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები