Aa Aa
12 ოქტომბერი 2021  |  10:18

„ფულს ვაგროვებთ მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“ - გიგას საქველმოქმედო ინიციატივა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული და კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია წამოიწყო. „ნინძამ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აქციი დეტალები გაასაჯაროვა და სემინარი დააანონსა.

„ოქტომბერი ძუძუს სიმსივნესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების თვეა და 23-ში პირველ სემინარს გავმართავთ, რათა შევაგროვოთ ფული მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

შემოგვიერთდით 23 ოქტომბერს სტრაიკინგის ეპიკური სემინარისთვის, რომელსაც UFC-ის ტოპ მებრძოლები, გიგა ჭიკაძე, ბენეილ დარიუში და საბინა მაზო ჩაატარებენ. სემინარზე დასწრების სანაცვლოდ გადახდილი თანხის 100 პროცენტი საქველმოქმედო ფონდს, „დაანოკაუტე სიმსივნეს“ გადაერიცხება. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და იმედია, ყველას იქ გიხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე საქველმოქმედო საქმიანობით აქტიურადაა დაკავებული და რამდენიმე თვის წინ, UFC-იმ მას ვიდეოც მიუძღვნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage