აეროპორტში დახვედრა - უმცროსი ბორჯღალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ
Aa
Aa

აეროპორტში დახვედრა - უმცროსი ბორჯღალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამშობლოში გუშინ ღამით დაბრუნდა.

ქართველმა მორაგბეებმა რუსეთში გამართული ტურნირის ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს და ევროპის ჩემპიონები ზედიზედ მესამედ გახდნენ. ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის გუნდი 27:0 დაამარცხა.

მეტოქის ჩათვლის მოედანი ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა, საბა არჩვაძემ, რატი ზაზაძემ და თორნიკე ბოყოველმა აიღო. საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ჩემპიონატი ისე დაასრულა, რომ ერთი ლელოც არ მიუღია.

პეტრე ხუციშვილი - საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი

ზურა ამონაშვილი - საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები