11 რაუნდი და ნოკაუტი | ფიურიმ უაილდერი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა
Aa
Aa

11 რაუნდი და ნოკაუტი | ფიურიმ უაილდერი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა

გამთენიისას, ლას ვეგასში, WBC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა დასრულდა, სადაც ერთმანეთს ბრიტანელი ტაისონ ფიური და ამერიკელი დეონტეი უაილდერი დაუპირისპირდნენ.

ბრიტანულ-ამერიკული შეხვედრა დრამატული გამოვიდა, 11 რაუნდი გაგრძელდა და საბოლოოდ, ნოკაუტით, ტაისონ ფიურის გამარჯვებით დასრულდა.

თავდაპირველად, უაილდერი უპირატესობას ფლობდა და ფიურის გათიშვა ორჯერ სცადა, თუმცა ბრიტანელმა წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელება შეძლო. შესაშური გამძლეობის გამოჩენის შემდეგ, ბოლო რაუნდებში უპირატესობასაც დაეუფლა.

მე მსოფლიოში საუკეთესო მოკრივე ვარ, ის კი ჩემს მერე, მეორე საუკეთესოა - თქვა ფიურიმ ბრძოლის შემდეგ.

ფიურიმ უაილდერის დაგდება 3 ბრძოლის განმავლობაში ჯამში ნოკაუტში 5-ჯერ ჩააგდო. უაილდერმა კი ბრიტანელის დაგდება 4-ჯერ შეძლო.

ეს ფიურისთვის 33-ე გამარჯვება იყო. მის ანგარიშზე 22 ნოკაუტია.

ლას ვეგასში გამართულ დრამატულ შეხვედრას ცოცხლად თვალი 15 820-მა ადამიანმა მიადევნა.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები