18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონი რუსეთში გახდა: „ეს გამარჯვება ბათუმს ეძღვნება
Aa
Aa

18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონი რუსეთში გახდა: „ეს გამარჯვება ბათუმს ეძღვნება"

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია ანგარიშით - 27-0 დაამარცხეს და ტიტული შეინარჩუნეს.

2015 წლიდან დღემდე, საქართველომ ზედიზედ მეექვსე ფინალი ითამაშა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ჩემპიონატში უმცროს ბორჯღალოსნებს ლელო არ გაუშვიათ და ერთადერთი სამი ქულა ბელგიისგან ჯარიმით მიიღეს.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთი, ქალაქი კალინინგრადი იყო.


მატჩის შემდეგ გუნდის კაპიტანმა, პეტრე ხუციშვილმა გამარჯვების ემოციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრიუმფი ბათუმს ეძღნება:

პორტუგალიელებზე უკეთ გამოვიყურებოდით, მოსაგებად ჩამოვედით და გავიმარჯვეთ.

ბათუმის ტრაგედიის შესახებ აქ შევიტყვეთ. ძალიან ვწუხვართ ამ ტრაგედიის გამო. დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა მაინც გავახარეთ თქვენი გულები.

ყველაფერი თქვენთვის გაკეთდა, ძალიან მიყვარხართ!

2018 წელს საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ფინალში საფრანგეთს (8-3), 2019 წელს კი -  ესპანეთს (20-10) აჯობა, გასულ წელს კი ევროპის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები