„რეალის“ 7 ფეხბურთელი რონალდუს წინააღმდეგ გაერთიანდა!
„Donbalon.com”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის „რეალის“ 7 ფეხბურთელი, გარეტ ბეილი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, ალვარო მორატა, მარკო ასენსიო, მატეო კოვაჩიჩი და ლუკას ვასკესი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს შეხვდნენ და კრიშტიანუ რონალდუს სათადარიგო სკამზე დასმა მოითხოვეს.
როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ხსენებული ფეხბურთლების უკმაყოფილება რონალდუს ცუდმა სათამაშო ფორმამ გამოიწვია და მათი აზრით, მოედანზე ის მოთამაშეები უნდა გამოდიოდნენ, რომლებიც მოცემულ მომენტში უკეთეს ფორმაში იმყოფებიან.
თანაგუნდელების პრეტენზიების მიუხედავად, აღსანიშნავია რომ რონალდუს მიმდინარე სეზონში 26 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით გუნდში საუკეთსოა.