ინდიან უელსი | გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე
Aa
Aa

ინდიან უელსი | გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და  ინდიან უელსის ტურნირზე იასპარეზებს.

საქართველოს პირველი ჩოგანი პირველ წრეს გამოტოვებს, ხოლო საწყის ეტაპზე 25 წლის ამერიკელს,  კრისტოფერ იუბენქსს დაუპირისპირდება, რომელიც  კლასიფიკაციაში 194-ე პოზიციას იკავებს.  ATP-ის რეიტინგში ცვლილებები ახლახანს შევიდა და ცნობილი გახდა, რომ  ბასილაშვილი სარეიტინგო პოზიციაზე 2 ადგილით დაქვეითდა. 29 წლის ჩოგბურთელი ამ დრომდე 34-ე ადგილს იკავებდა, ხოლო ახლა 1 556 ქულით 36-ე პოზიციაზეა.

დაპირისპირება 10 ოქტომბერს შედგება.

ინდიან უელსი ბასილაშვილისთვის წარუმატებელი ტურნირია. ქართველი ჩოგბურთელი მასტერსზე 2015 წლიდან ასპარეზობს და უმეტესწილად, პირველივე წრეში მარცხდებოდა. ნიკოლოზი ბოლოს სან დიეგოს მასტერსზე გამოდიოდა,სადაც პირველი წრეში იტალიელ ლორენცო სონეგოსთან დამარცხდა (3-6 4-6).

გასულ წელს ინდიან უელსის გათამაშება COVID-19 პანდემიის გამო გაუქმდა. 2019 წლის ტურნირის გამარჯვებული ავსტრიელი დომენიკ ტიმი კი წლევანდელ შეჯიბრს ტოვებს.

ამრიგად, მასტერსს ახალი ჩემპიონი ეყოლება.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები