რამი:
Aa
Aa

რამი: "მესის ისეთი სლალომების შესრულება აღარ შეუძლია"

ფრანგული „ტრუას“ მცველმა ადილ რამიმ, რომელიც ადრე ლა ლიგაში „ვალენსიასა“ და „სევილიას“ ღირსებას იცავდა, ლეო მესის პსჟ-ში ტრანსფერის შესახებ თავისი პოზიცია დააფიქსირა.

-ჩვენმა ჩემპიონატმა ახალ საფეხურს მიაღწია და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ხალხი გილოცავთ ლიგა 1-ში დაბრუნებას. ადრე ასე არ იყო.

„პსჟ მადლიერია. ეს არ არის მტერი, არამედ მეტოქეა, მოდით ნუ ავურევთ. მესისა და რამოსის მსგავსი ფეხბურთელებით ლიგა 1 აყვავდა. მარსელმა სამპაოლისთან ერთად ახალი ციკლი დაიწყო, გუნდს ბევრი ახალბედა ჰყავს. ასევე ნუ დავივიწყებთ ლიონს.

ჩემპიონატი სწორი მიმართულებით მიდის. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი ახალგაზრდებს მოტივაციას მისცემს და ისინი წასვლის ნაცვლად დარჩებიან“.

-თქვენ ახსენეთ მესი, რომელიც ესპანეთში თქვენი გამაღიზიანებელი იყო. 12 მატჩი მის წინააღმდეგ და არცერთი გამარჯვება...

„დიახ, მე არასდროს მომიგია მასთან. სამი ფრე ვითამაშე და პლუს ამას, მისი 4 ან 5 მაისური მაქვს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ როცა ტრავმა მქონდა სევილიამ ბარსას 2:1 სწორედ მაშინ მოუგო.

მაგრამ 12 მატჩი... ის ყოველთვის ძალიან კარგი იყო. ყოველ ჯერზე ჩემს უკან ჩნდებოდა ხოლმე, თამაშგარეში, შემდეგ ნელ-ნელა უკან იწევდა, მოედნის ცენტრში დგებოდა, ისევ წინსვლას იწყებდა და პასს პედროს აძლევდა. შთამბეჭდავი იყო.

ახლა მესი უფრო მეტად გამთამაშებელი გახდა, ამიტომ მცველებისთვის უფრო ადვილი გახდა, მათ შეუძლიათ დაელოდონ. ვფიქრობ, რომ მას აღარ შეუძლია ისეთი სლალომების შესრულება როგორც ადრე“.

- ციტირებს რამის სიტყვებს ლიგა 1-ის ოფიციალური საიტი.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები