მასკერანო: "ეს დიდი მატჩია"
"ბარსელონას" არგენტინელმა მცველმა, ხავიერ მასკერანომ "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
"ეს დიდი მატჩი იქნება, რომელშიც არცერთ გუნდს გარანტირებული არაფერი აქვს. ჩვენ "იუვენტუსს" ვეთამაშებით და ამით ყველაფერი ნათქვამია. მაქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენი ძალების ბოლომდე გამოვლენა გვმართებს.
სხვა არასაფეხბურთო თემებზე საუბარი არ მსურს". - აცხადებს მასკერანო.
"იუვენტუსისა" და "ბარსელონას" შეხვედრა, ტურინში, "იუვენტუს სთედიუმზე", 22:45 საათზე დაიწყება.